საწყისი მდგომარეობა: მონაწილეები (ორი ვაჟი) დგანან წრეში, დგომი ცალ ფეხზე, ხელები ზურგის უკან გადაჭდომილი, მხრებით ერთმანეთს ებჟინებიან. მსაჯის შეძახილზე - “დაიწყე ! ” მონაწილენი ცდილობენ მხრის დარტყმით ან ბიძგით გამოიყვანონ ერთმანეთი წონასწორობიდან.
წესები :
ა). თუ რომელიმე მონაწილეს უკან ხელები გაეხსნა, თამაში წყდება და მოგება ჩაეთვლება მოწინააღმდეგეს.
ბ).თუ მონაწილე მეორე ფეხით შეეხო იატაკს- თამაში წყდება.
გ). თუ ერთმა მეორე გაიყვანა წრიდან, ამ შემთხვევაშიც წყდება თამაში და გამარჯვებულად გამოცხადდება მოწინააღმდეგე.
No comments:
Post a Comment