Wednesday, July 3, 2013

გადაძალვა

საწყისი მდგომარეობა: ორი მონაწილე სხედან ლეიბებზე (ორი ლეიბი) ფეხები მიბჯენილი აქვთ ერთმანეთზე, ფეხებშუა ჩადებულ ფიცარზე. ხელებით ერთდროულად იჭერენ 60-70 სმ-იან ხის ღეროს. მსაჯის შეძახილზე - “დაიწყე ! ” მონაწილენი ცდილობენ ძალით გადმოძალონ თავისკენ მოწინააღმდეგე, გამარჯვებულად ცხადდება ის მონაწილე, რომელიც გადმოძალავს, ან ღეროს გამოსტაცებს.

წესები :
ა). მონაწილეებს უნდა ეცვათ სპორტული ფორმა.
ბ). არ შეიძლება მსაჯის ნიშნამდე ვარჯიშის დაწყება.
გ). წესის დარღვევის შემთხვევაში მონაწილეს ეძლევა ერთჯერადი გაფრთხილება, წესის მეორედ დარღვევის შემთხვევაში - ეთვლება წაგება.

No comments:

Post a Comment